სასჯელაღსრულების სამინისტრო მოშიმშილე პატიმართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულების სამინისტრო ქუთაისის N2 საპატიმრო დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმრის შესახებ განცხადებას ავრცელებს და ბრალდებულის ადვოკატის განცხადებას პასუხობს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მოშიმშილე ბრალდებული პ.ფ. შიმშილობის პირველივე დღიდან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდება.

“ამ დროისთვის იგი დაწესებულების სამედიცინო ნაწილშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება დაზიანებას, ბრალდებულს სახეზე, უფრო კონკრეტულად კი ტუჩის არეში აღენიშნება, რომელიც საკანში შეუძლოდ გახდომის დროს მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ პ.ფ. მისივე მოთხოვნით საკანში მარტო იმყოფება. ორი დღის წინ, საკანში ბრალდებულს წამოდგომისას თავბრუ დაეხვა და დაეცა, სწორედ ამ დროს დაუზიანდა ტუჩის მიდამოები. დაზიანებული არე შემთხვევიდან უმოკლეს დროში დაუმუშავდა და სამედიცინო ნაწილში მოთავსდა. ბრალდებული პ.ფ. ციხის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს”, – ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები