ბიძინა ივანიშვილი: მე დღეს გამოვრიცხავ ყველანაირ უკანონო მოსმენას
არასამთავრობოთა დიდი ნაწილი, გიგაურის ხელმძღვანელობით, რომელიც არასამთავრობოდ წარმოგვიდგა “ნაციონალური მოძრაობის” გაგრძელებაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ – მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
“არასამთავრობოთა დიდი ნაწილი, გიგაურის ხელმძღვანელობით, რომელიც არასამთავრობოდ წარმოგვიდგა და როგორც იქნა, ახლა პოლიტიკაში თავის რეალურ სახეს გვაჩვენებს, “ნაციონალური მოძრაობის” გაგრძელებაა.
საუბედუროდ, ისინი ძალიან აბინძურებენ სამოქალაქო საზოგადოებას. კარგი იქნება, დანარჩენი ნაწილიც, სამოქალაქო საზოგადოებას რომ უწოდებს თავის თავს და რეალურად “ნაციონალური მოძრაობის” სტრუქტურის ნაწილი არიან, თუ თავადაც დაარქმევენ თავის თავს სახელს, როგორც გიგაურმა როგორც იქნა გადაწყვიტა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი ყველანაირ უკანონო მოსმენას გამორიცხავს. “მე დღეს გამოვრიცხავ ყველანაირ უკანონო მოსმენას, ისეთი კაცი უდგას სათავეში უშიშროების სამსახურს, რომ ამას არ იკადრებს”, – აღნიშნა ივანიშვილმა.