ბიძინა ივანიშვილი: რას იტყვიან “ისინი”, იმაზე უნდა ვიცეკვოთ, ასე არ იქნება და ვერც იქნება

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაცების მიერ გამოთქმული კრიტიკულ შეფასებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ მიუხედავად მათ მიერ გაკეთებული “უმეცარი განცხადებებისა” სახელმწიფომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ შეფასებებს უნდა მოუსმინოს.
“უამრავი უმეცარი განცხადება გააკეთა “სახალხო პარტიამ”. ის ისეთივე აღშფოთებული იყო არჩევნების დროს, როცა მე “ტელევიზორებს და მაცივრებს ვარიგებდი”. იგივე ევროსაბჭომ და ეუთო-მ – რამდენიც გნებავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უფლება გვაქვს, ყურად არ ვიღოთ მათი განცხადებები. რა თქმა უნდა, დღევანდელ მათ განცხადებებს ჩვენ დიდი ყურადღებით ვუსმენთ, ვპასუხობთ, სადაც საპასუხოა, მაგრამ ის, რასაც სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” თავის დროზე ახერხებდნენ, რომ გარედან უნდა იმართოს ქვეყანა, ქართველი ხალხი არავინ არ არის და არაფერს ნიშნავს, რას იტყვიან “ისინი”, იმაზე უნდა ვიცეკვოთ, ასე არ იქნება და ვერც იქნება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები