გელა დუმბაძე კვიპროსში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამუშაო ვიზიტით კვიპროსის რესპუბლიკაში იმყოფება. გელა დუმბაძემ კვიპროსში მოქმედ ქართულ სათვისტომოსთან: „ძალა ერთობაშია“ არსებული საკვირაო სკოლა მოინახულა და კვიპროსში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრა გამართა .
შეხვედრაზე გელა დუმბაძემ სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. კვიპროსში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა, კვიპროსიდან საქართველოში დაბრუნებულებისთვის პირადი ნივთების ქვეყანაში განბაჟების გარეშე შემოტანის საკითხი დააყენეს. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს სტუდენტურ გაცვლით პროგრამებზე. სახელმწიფო მინისტრმა სათვისტომოს „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარეს, მევლუდ ყაფლანიშვილს გაწეული საქმიანობისთვის უწყებრივი ჯილდო გადასცა.