გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა

ვიცე პრემიერ-მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს ანა ბირჩალს შეხვდა.
ანა ბირჩალი თბილისს საერთაშორისო კონფერენციაში: „გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ მონაწილეობის მიზნით ეწვია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება კი ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტების განხორციელებას, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას დაუთმეს.
რუმინეთის მხარემ დაადასტურა მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაციის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები