მშვიდობის ხიდთან ავარია მსხვერპლით დასრულდა – მაშველები მტკვარში ახალგაზრდა გოგოს ეძებენ

თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, მაშველები ერთ-ერთს – ახალგაზრდა გოგონას ამ დრომდე ეძებენ. რაც შეეხება მანქანაში მჯდომ კიდევ მესამე პირს, ის ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები დღესაც გრძელდება. არსებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებს ცუდი ხილვადობა აფერხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები