ედუარდ სნოუდენი თავისუფალი მედიის ფონდის დირექტორი ხდება

დაახლოებით ერთი წლის წინ აშშ-ში დაფუძნებულმა მედიის თავისუფლების ფონდმა (Freedom of the Press Foundation) დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთ წევრად ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილი კონტრაქტორი ედუარდ სნოუდენი მოიწვია
– ამის შესახებ ინფორმაცია თავისუფალი მედიის ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
მედიის თავისუფლების ფონდის წარმომადგენელმა დანიელ ელსბერგმა საკუთარ ანგარიშში ხაზგასმით განაცხადა, რომ „ პასუხისმგებლობის გრძნობა შეუძლებელი იქნებოდა ჟურნალისტიკაში იმ თამამი ქმედებების გარეშე, რაც ედუარდ სნოუდენმა გააკეთა”.
გასულ კვირას დაზვერვის კომიტეტის პალატის წარმომადგენლებთან აშშ-ის კონგრესის წევრმა მიკ როგერმა პენტაგონის ექსპერტების მოსაზრება გაახმაურა. ექსპერტების ინფორმაციით, ედუარდ სნოუდენმა 1,7 მილიონი საიდუმლო დოკუმენტები მოიპარა. რომელიც არა მხოლოდ აშშ დაზვერვის საქმიანობას ეხება, არამედ აშშ შეირაღებული ძალების ყველა სახის ოპერაციებს. აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის მაიკლ ბირმინგენის განცხადებით, სნოუდენის საიდუმლო მასალები სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების შესახებ უაღრესად საფთხის შემცველი იყო და, საერთო ჯამში, ტერორისტები და მათი მხარდამჭერები დაზვერვის მუშაობის მეთოდების შესახებ ბევრად უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ და ამის საწინააღმდეგო ქმედებებისთვის ზომებს იღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები