საფრანგეთი ერთი თვით შენგენის შეთანხმების მოქმედებას აჩერებს

ერთი თვით, 13 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე, საფრანგეთი შენგენის შეთანხმების მოქმედებას აჩერებს. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მიიღო. საფრანგეთის ყველა მეზობელთან სასაზღვრო-გამშვები პუნქტები გაჩნდება, სადაც ქვეყანაში შესვლის მსურველებს საბუთებს შეუმოწმებენ.
საფრანგეთის შს მინისტრის ბერნარ კაზნევის განცხადებით, საგანგებო ზომებს პარიზში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით დაგეგმილი კონფერენციის გამო მიიღებენ. საფრანგეთში ამ კონფერენციის უსაფრთხოებას, რომელშიც 190 ქვეყნის წარმომადგენლი მიიღებს მონაწილეობას, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ხოლო მისი უსაფრთხოების დაცვა განსაკუთრებულ ზომებს საჭიროებს. საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს ზომები ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელი ტერორისტების და სხვა დანაშაულებრივი ელემენტების შეღწევას ხელს შეუშლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები