კახეთის გზატკეცილზე სატვირთო ავტომობილი ფეხით მოსიარულეს შეეჯახა

კახეთის გზატკიცილზე “ფორდის” მარკის სატვირთო ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, საქმე აღძრულია 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები