ახაშენში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კახეთში, ახაშენში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და წყლის არხში ჩავარდა. მომხდარის შედეგად მანქანაში მჯდომი ქალი გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები