სასწრაფოდ: ერთი დაღუპული და ორი დაჭრილი – სროლა სიმფეროპოლში

უკრაინული მედიის ცნობით, სიმფეროპოლში კუბანის ქუჩაზე გამართული სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. ყირიმის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაღუპული და ერთი დაჭრილი ყირიმის თავდაცვის რაზმის წევრები არიან. ისინი კუბანის ქუჩაზე ერთერთ მიტოვებულ შენობას ამოწმებდნენ, რა დროსაც მოულოდნელად მათ ცეცხლი სავარაუდოდ სნაიპერმა გაუხსნა, რომელიც ამავე ტერიტორიაზე იყო ჩასაფრებული. ასევე სნაიპერის ტყვიით დაიჭრა ამავე ქუჩაზე მდებარე უკრაინულ სამხედრო ნაწილში მომსახურე პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები