რუსი სამხედროები ყირიმში დაჭრილ ჯარისკაცებთან „სასწრაფოს“ არ უშვებენ
ყირიმში დაჭრილ სამხედროებთან რუსი ჯარისკაცები სასწრაფო დახმარების მანქანას არ უშვებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ყირიმის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „ექიმებს სამხედრო ნაწილში შესვლის საშუალებას რუსები არ აძლევენ და ვერ ეხმარებიან ჯარისკაცებს. ერთ-ერთი სამხედრო მხრისა და კისრის არეშია დაჭრილი“- აცხადებენ ყირიმის თავადაცვის სამინისტროში. ტერიტორიასთან ახლოს მისვლის საშუალება არ ეძლევათ არც ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ,რომ რუსმა სამხედროებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვიეს და რამდენიმე უკრაინული სამხედრო ბაზა შტურმით აიღეს