თეა წულუკიანი: ზვიად კვაჭანტირაძემ “ივაჟკაცა”
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, კოალიციის წარმომადგენლების მიერ მოსამართლე ურთმელიძის მიმართ გამოთქმული კრიტიკა, განჩინების ღამე გამოტანასთან დაკავშირებით, ფაქტებს ეწინააღმდეგებოდა.
წულუკიანის თქმით, მეორე მხრივ თანაგუნდელების მხრიდან გაკეთებული აღნიშნული შინაარსის განცხადებები მოწმობს იმაზე, რომ კოალიციაში არ იცოდნენ, თუ რას აპირებდა მოსამართლე.
“ფაქტებს ეწინააღმდეგებოდა, როცა ორი წარმომადგებელი გამოვიდა და თქვა – “დაიქცა ქვეყანა, ღამე მიიღო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა და მოსამართლემო“, ზვიად კვაჭანტირაძემ “ივაჟკაცა“ და სხვებმა… მერე შეცვალეს ეს განცხადება.. მეორე მხრივ, ეს მოწმობს იმაზე, რომ კოალიციაში არავინ არ იცოდა მოსამართლე რას აკეთებდა, თორემ, რომ სცოდნოდათ, ისიც ეცოდინებოდათ, რომ ღამე არ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული“,-განაცხადა თეა წულუკიანმა თოქშოუ “პოლიტიკაში“ საუბრისას.