ეუთოს წარმომადგენელი “რუსთავის 2”-ის საკითხს ეხმაურება

“რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩი ორგანიზაციის ვებგვერდზე ეხმაურება.
“სარედაქციო გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს “ნიუსრუმებში” და არა სასამართლო დარბაზებში. სასამართლოს მცდელობა, გავლენა მოახდინოს მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაზე, წარმოადგენს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის საფუძვლების დარღვევას. მოვუწოდებ სასამართლო ხელისუფლებას სრულად სცეს პატივი “რუსთავის 2″-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის უფლებას”, – ნათქვამია დუნია მიატოვიჩის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები