დავით უსუფაშვილი ირაკლი ალასანიას მიმართავს – ტელეფონის ნომრები იგივე გვაქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ და პარტიის ლიდერს პასუხობს. დავით უსუფაშვილი ირაკლი ალასანიას მოუწოდებს, რომ ყოფილი თანაგუნდელებისთვის კომუნიკაციისთვის უსწრაფესი საშუალება გამოიყენონ და ახსენებს, რომ მობილური ტელეფონის ნომრები იგივე აქვთ. „საჯარო მომართვის პასუხად გვინდა საჯაროდვე შევახსენოთ კოლეგა „თავისუფალ დემოკრატებს“, რომ კომუნიკაციის უსწრაფესი საშუალების – მობილური ტელეფონების ნომრები იგივე გვაქვს (ვფიქრობთ, ღირებულებებიც…). სხვა კომენტარისგან თავს შევიკავებთ და ამასვე ვთხოვთ ყველას, ვისთვისაც კოლეგების მიერ დასმული ძირითადი საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მომართვის სხვა ტაქტიკური ასპექტები“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
დღეს ირაკლი ალასანიამ განცხადება გააკეთა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეს და პრეზიდენტს მიმართა.
“მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს, დავგეგმოთ ერთობლივი შეხვედრა მმართველ პოლიტიკურ კოალიციას და ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის. მივმართავთ ყველა მხარეს თავი შეიკავოს ძალადობისგან. ჩვენი, პოლიტიკოსების ვალია ვიპოვოთ გამოსავალი და არ დავაბრუნოთ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებაში”, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები