რუსებმა უკრაინის სამხედრო ნაწილები შტურმით აიღეს

    რუსმა სამხედროებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვიეს და რამდენიმე უკრაინული სამხედრო ბაზა შტურმით აიღეს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ამ წუთებში შტურმი სიმფეროპოლის სამხედრო ბაზაზე ხორციელდება. ბაზასთან ახლოს კი შენობების სახურავებზე სნაიპერები მუშაობენ. თავდასხმის შედეგად ამ დროისთვის ერთი ადამიანი დაიჭრა. სამხედრო ბაზაზე მოლაპარაკებისთვის ყირიმის მთავრობის ხელმძღვანელის – აქსენოვის თანაშემწე იური ჟერებცოვი ჩავიდა. მასთან ერთად იმყოფება ერთი უცხო სამხედრო პირი, რომელსაც სამხედრო ფორმაზე რაიმე საიდენტიფიკაციო ნიშანი არ გააჩია, თუმცა სამხედროებს გაეცნო, როგორც „მაიორი სერიოჟა“. მომლაპარაკებლებმა უკრაინელ სამხედროებს ულტიმატუმი წაუყენეს და იარაღის დაყრა მოსთხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები