ობამამ ყირიმის საკითხის განსახილველად ,,დიდი შვიდიანი“ სასწრაფოდ მოიწვია

   ამერიკის პრეზიდენტის აზრით, „დიდი შვიდიანის“ ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა ევროპაში უნდა შედგეს. ბარაკ ობამამ კოლეგებს უკრაინის პრობლემის შესახებ მოქმედების გეგმის განხილვა მომავალი კვირისთვის შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეიტედ პრესი“ აქვეყნებს.
,,ობამამ სამშაბათს „G-7“-ის და ევროპის კავშირის ლიდერები კულუარული ბირთვული სამიტისთვის მომავალ კვირას ნიდერლანდებში მიიწვია. ისინი იმსჯელებენ, თუ რა ნაბიჯების გადადგმას შეძლებენ უკრაინის მოვლენების საპასუხოდ“,- აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი კეიტლინ ხეიდენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები