გურიაში კამეჩმა მიკროავტობუსი ამოაყირავა – არიან დაშავებულები

გურიაში, ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ბათუმიდან-თბილისში მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი კამეჩს დაეჯახა, მიკროავტობუსი ამოტრიალდა და რამდენიმე მგზავრი დაშავდა.
აღნიშნულის მიზეზი გზაზე მდგარი პირუტყვი გახდა. მძღოლმა გვერდის ავლა მოახერხა, თუმცა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა.
დაშავებული რვა ადამიანი, რომელსაც სხვადასხვა დაზიანება აღენიშნება, საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნული შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები