დაკარგულ ბოინგს ჩინეთში ეძებენ
ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაკარგული მალაიზიის ავიალაინერის – “Malaysia Airlines” ძებნა დაიწყეს. მათ ძებნაში 21 თანამგზავრიც ჩართეს. რეისის მგზავრთა უმეტესი ნაწილი ჩინეთიდან იყო, რომლებიც კუალა-ლუმპურიდან პეკინში მიფრინავდნენ. ბორტზე 239 მგზავრი იმყოფებოდა. ამავდროულად, ავსტრალია ჩაატარებს ძებნით ოპერაციას, ძირითადად, სამხრეთ ინდოეთის ოკეანეში. ძებნა კონცეტრირებული იქნება ჩრდილოეთის და სამხრეთის ორ უზარმაზარ საჰაერო დერეფანზე – სადაც, თვითმფრინავის ადგილსამყოფელის შესახებ ბოლო ინფორმაცია გავრცელდა.