სახალხო დამცველი ეუთოს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
2015 წლის 3 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ამჟამად საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთოში აშშ-ს, კანადის, ლიტვის, რუმინეთისა და შვედეთის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, სასამართლოს, პროკურატურისა და სამართალდამცავი სტრუქტურებსა და პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე რეფორმების საკითხებიზე ისაუბრეს.
კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებებზე საუბრისას სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ არსებობს ადამიანის უფლებების მონიტორინგის მექანიზმი და მინიმალურია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რაც დამატებით ართულებს ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვას. სახალხო დამცველმა ასევე კონფლიქტურ ტერიტორიებზე მცხოვრებთა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, განათლების უფლების დარღვევასა და სხვა საკითხებზეც ისაუბრა.