„გვარამიას ურჩევნია, მეგობრულად თავის „კონჩიტებს“ ელაპარაკოს“

პოეტი რეზო ამაშუკელი ბოლო პერიოდში უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება. მისი თქმით, აუდიოჩანაწერებით ირკვევა, რომ მათ საქართველოში არეულობა და ქაოსის შემოიტანა სურთ.
„ჩვენ ხელისუფლებას ვაცლით, მაგრამ დიდხანს ვერ მოვითმენთ. დამნაშავეების დასჯა თუ არ დაიწყო, ქუჩაში გასულ ხალხს აღარ გავაჩერებ. რაც არ უნდა ამტკიცონ გვარამიამ და ბოკერიამ, რომ სააკაშვილთან საუბრისას საქართველოში არეულობის მოწყობა არ იგეგმებოდა, არ გამოუვათ. ამ აუდიოჩანაწერის ავთენტურობაში და იმაში, რომ მათ მართლაც უნდათ საქართველოში არეულობისა და ქაოსის შემოტანა, ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი. გვარამიას ურჩევნია, მეგობრულად თავის „კონჩიტებს“ ელაპარაკოს“, – განაცხადა ამაშუკელმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები