20, 50 და 100-ლარიანის ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში 2016 წლიდან გამოვა (ფოტოკოლაჟი)

2016 წლიდან 20, 50 და 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გამოვა და ძველ ბანკნოტებთან ერთად მიმოქცევაში იქნება.
ლარის ბანკნოტების განახლებულ დიზაინთან დაკავშირებით, დღეს სასტუმრო “თბილისი რუმსში” ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ გამართა პრეზენტაცია, სადაც განახლებული ბანკნოტები წარადგინა.
როგორც ქადაგიძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, ეს არის ლარის 20-წლიანი ისტორიის მანძილზე ბანკნოტების დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლება, პროექტი აერთიანებს ფულის ნიშნების წარმოებასთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს, მოვლენას და ფაქტორს.
მისივე თქმით, მოგვიანებით 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები განახლდება.
“თავის დროზე ლარის ბანკნოტები საკმაოდ მაღალი სტანდარტის შესაბამისი იყო და პასუხობდა საერთაშორისო მოთხოვნებს. წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიხვეწა ბეჭდვის პროცესი, შეიქმნა უფრო ძლიერი დამცავი ნიშნები. ახალი ტენდენციებია დიზაინის კუთხითაც, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გვქონოდა განახლებული დიზაინის ფულის ნიშანი, რომელიც თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიო ვალუტებს შორის”, – განაცხადა ქადაგიძემ.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ბანკნოტები 2016 წლის პირველი ნახევრიდან გამოვა და მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად.
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ლარის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისთვის, მარტივად აღქმადი და ამავე დროს თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნები, მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის. ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი. საქართველოს ეროვნულ ბანკში შემუშავებული ლარის განახლებული ბანკნოტების ესკიზების სრულყოფაში მსოფლიოს წამყვანი კომპანიები მონაწილეობდნენ.

12204690_10153277483989779_1974544445_n

12204959_10153277484019779_700856865_n

12207925_10153277483999779_1626469047_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები