პუტინი: ყირიმში სამი სახელმწიფო ენა უნდა იყოს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირიმში სამი სახელმწიფო ენის დამტკიცების ინიციატივით გამოდის. როგორც პუტინმა კრემლში გამართული შეხვედრისას განაცხადა, ყირიმში სამი ენა – რუსული, უკრაინული და ყირიმულ-თათრული უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო ენად.
„ჩვენ ყირიმში მცხოვრებ ყველა ეროვნებას პატივს ვცემთ, ეს მათი საერთო სახლია. მათ პატარა სამშობლო აქვთ და ალბათ სამართლიანი იქნება თანაბარი უფლებები გააჩნდეთ. სახელმწიფო ენები უნდა იყოს რუსული, უკრაინული და თათრული“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.