ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკას ეწვევა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური ესტონელ კოლეგას ტაავი რიივასს შეხვდება. ორი ქვეყნის ლიდერები ხელს მოაწერენ საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ოქმს.
დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესთან და ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტთან, ეიკი ნესტორთან. საქართველოს მთავრობის მეთაური დაესწრება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარინა კალიურანდის სახელით გამართულ სამუშაო სადილს.
ესტონეთში ვიზიტისას, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს “თბილისობისადმი” მიძღვნილ ღონისძიებაში.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები