ცესკო: საგარეჯოში 7540 ხმით თამარ ხიდაშელი, ხოლო მარტვილში 9620 ხმით სოსო დანელია ლიდერობს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის უკანასკნელი მონაცემებით, საგარეჯოში ხმების 49,5 პროცენტი კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატმა 41 ნომრით თამარ ხიდაშელმა მიიღო, ხოლო “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატმა 8 ნომრით – ირმა ინაშვილმა 45/83 პროცენტი დააგროვა. საბოლოო ჯამში, თამარ ხიდაშელმა ამომრჩეველთა 7540 ხმა მოაგროვა, ხოლო ირმა ინაშვილმა 6981 ხმა. რაც შეეხებათ დანარჩენ კანდიდატებს, 42 ნომრით ზურაბ ჯორბენაძემ 75 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 0,49 პროცენტია, 43 ნომრით- მიხეილ ანდღულაძემ 276 ხმა, რაც 1,81 პროცენტია. 44 ნომრით-გიორგი დავითაიას ამომრჩეველთა ხმების რაოდეონობამ 358 შეადგინა, რაც 2,35 პროცენტია. ცესკოს ინფორმაციით, მარტვილში 8 ნომრით- ეთერ მეძველიამ მიიღო ხმების 27 /45 პროცენტი, რაც არის 3641 ამომრჩეველი. ხოლო 41 ნომრით სოსო დანელიამ ხმების 72,54 პროცენტი, რაც 9620 ხმაა. საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ჩაილურის თემში ორი უბნის მონაცემების მიხედვით მანანა ასანიშვილმა 31 ხმა მოიპოვა, რაც 3,51 პროცენტია, ამირან საგინაშვილმა 169 ხმა, რაც 19, 16 პროცენტია. ზაზა ჩიხლაძემ 3 97 ხმა, რაც ხმების 45,01 პროცენტს შეადგენს, მალხაზ გრძელიშვილმა კი 32,31 პროცენტი, რაც 285 ხმა არის.