პუტინი: ყირიმის თხოვნაზე უარის თქმა რუსეთის მხრიდან ღალატი იქნებოდა
რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. პუტინის განცხადებით, სევასტოპოლისა და ყირიმის მაცხოვრებლებს სრული უფლება ჰქონდათ, რუსეთისთვის მათი დაცვა ეთხოვათ და აღნიშნულ ტერიტორიებზე არ დაეშვათ ის, რაც ახლა კიევში, დონეცკში და ხარკოვში ხდება. „ყირიმისა და სევასტოპოლის მცხოვრებლებმა რუსეთს თხოვნით მიმართეს, რომ მათ მხარეში სამართლიანობა და მოქალაქეები დაეცვა, რომ არ დაეშვათ ის, რაც ხარკოვში, კიევში და დონეცკში ხდება. ჩვენ ვერ დავტოვებდით ყირიმს და ყირიმელებს ასეთ დროს, ეს ღალატი იქნებოდა“,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა კრემლში, დუმის დეპუტატებთან, რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბრისას.
შეხვედრისას პუტინმა სახელმწიფო დუმის დეპუტატებს და ფედერაციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ყირიის რუსეთის შემადგენლობაში მიღების შესახებ მიმართა.