1-2 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის დაცემაა მოსალოდნელი

1-2 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის დაცემაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ “კვირას“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, 1 ნოემბერს დღის განმავლობაში მოსალოდნელია ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში +3, +8, მთაში +1, +6, მაღალმთაში კი, – 4, +1 გრადუსი.
“1 ნოემბერს, ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში ზოგან თოვლი. 2 ნოემბერს, ღამის საათებში ჰაერის მინიმალური ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც შესაძლოა -1 გრადუსამდე დაეცეს. 3 ნოემბრიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები