იუთუბიმ ტელეარხ „რაშა თუდეის“ ანგარიში დაბლოკა

   ტელეარხ „რაშა თუდეის“ მაუწყებლობა იუთუბის სერვისზე დაბლოკილია – ამის შესახებ RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა გააკეთა. ,,ჩვენ დაუკავშირდით პარტნიორებს, რომლებიც ახლა ცდილობენ სიტუაციაში გარკვევას“,- განაცხადა სიმონიანმა ,,ინტერფაქსთან“ საუბრისას. მისი თქმით, RT მსოფლიო იუთუბიზე ყველაზე პოპულარულ არხს წარმოადგენს და მილიარდზე მეტ ნახვას ითვლის.
ამ დროისთვის იუთუბიზე, RT-ს ექაუნთზე შესვლისას ჩნდება წარწერა: ,,ეს ექაუნთი დაბლოკილია იუთუბის უფლებების მრავალრიცხოვანი და სერიოზული დარღვევისთვის (ტყუილი, სპამის გავრცელება, ვიდეოს დაუშვებელი შინაარსი )“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები