სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რიგით მე-20 სხდომა გაიმართა

იუსტიციის სახლში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი. სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა. იუსტიციის სახლის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის საბოლოო ვერსია განიხილეს, რომელშიც ასახულია მოწოდებული შენიშვნები და მოსაზრებები. მხარეებმა აღნიშნულ საკითხზე დისკუსიაც გამართეს. სხდომას საკოორდინაციო საბჭოს წევრები; აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო და ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საბჭო უფლებამოსილია, შეიმუშაოს და განახორციელოს სისხლის სამართლის რეფორმა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ასევე, კოორდინაცია გაუწიოს სისხლის სამართლის სფეროში საუწყებათაშორისო საქმიანობას. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან როგორც სამთავრობო უწყებების, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები