სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილს უნდა რომ სისხლი დაიღვაროს

“მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ სისხლი დაიღვაროს იმისთვის, რომ ამით საფუძველი შეიქმნას მისი ქვეყანაში დაბრუნების”,- აღნიშნული განცხადება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით გააკეთა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას და “ნაციონალური მოძრაობის” წევრს გიგა ბოკერიას დავალებებს აძლევს.
როგორც მინისტრი აცხადებს, სააკაშვილს საქართველო და ზოგადად ადამიანი თავისი კარიერისთვის უნდოდა.
“მიხეილ სააკაშვილს რომ საქართველო და, ზოგადად, ადამიანი თავისი კარიერისთვის უნდოდა, ეს ყველამ კარგად ვიცოდით, თუ ვინმემ აქამდე არ იცოდა, ის ახლაც ვერ გაიგებს ვერაფერს ამ დიალოგიდან, რადგან ისინი არიან მიშა სააკაშვილის სექტის წევრები და ისინი ვერასდროს ვერაფერს გაიგებენ.
დანარჩენებისთვის ყველაფერი ნათელი იყო აქამდე და ნათელია დღემდე. ამ ადამიანს უნდა, რომ დაიღვაროს სისხლი იმისთვის, რომ ამით საფუძველი შეიქმნას მისი ქვეყანაში დაბრუნების, მაგრამ ეს არ მოხდება და ვერ მოხდება და ეს ნათლად თქვა ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბერში”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები