„ჯენერიკი უსაფრთხო და ეფექტური სამკურნალო საშუალებაა, როგორც ბრენდული მედიკამენტი“
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი გამოთქვა კლინიკა „ავერსის“ ციტოლოგმა მაკა მესტიაშვილმა. ექიმმა დადებითად შეაფასა ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა და აღნიშნა, რომ ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა საშუალებას იძლევა, პაციენტების გადამისამართება მიზანმიმართულად განხორციელდეს.
„რეფორმის წარმატებისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ოჯახის ექიმების დატრენინგება. ძირითადად, ამ სფეროში არიან თერაპევტები, რომლებსაც ნაკლებად აქვთ ოჯახის ექიმის გამოცდილება. მოგეხსენებათ, ოჯახის ექიმის სამუშაოს რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მას ბევრად უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, ვიდრე ადრე,’’ – აღნიშნა მაკა მესტიაშვილმა.
მან ასევე მოკლედ ისაუბრა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზეც. მისი აზრით, მსგავსი პრეცენდენტი საქართველოში არასდროს ყოფილა. მედიკოსი მედიკამენტებზე გაზრდილ ფასებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ეს ტენდენცია გაკრვეულ დიდ დისკომფორტს ქმნის პაციენტებში.
,,წამლის ფასები საკმაოდ გაზრდილია. პაციენტებს ძალიან უჭირთ მედიკამენტების შეძენა. აუცილებელია, შექმნილი პრობლემის დარეგულირება. ერთ-ერთი წინაპირობაა ქვეყანაში ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოვება და მის შესახებ საზოგადოების ცნობადობის გაზრდა. ჯენერიკი უხარისხო არ არის. ის უსაფრთხო და იგივე ეფექტური სამკურნალო საშუალებაა, როგორც ბრენდული მედიკამენტი. მათში განსხვავება მხოლოდ ფასშია.“