ბაკურციხეში სატუმბი სადგურის აღდგენა-რეაბილიტაცია ხორციელდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს “საქართველოს მელიორაცია”, კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ბაკურციხის მექანიკური მორწყვის სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
უწყების ინფორმაციით, სატუმბი სადგურის რეაბილიტაციის დაწყებამდე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დავით გალეგაშვილი, და შპს “საქართველოს მელიორაციის” წარმომადგენლები ბაკურციხის მოსახლეობას შეხვდნენ.
კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლევან დვალმა საპილოტე პროექტის პრეზენტაცია წარადგინა და მოსახლეობას  აღნიშნულ პროექტსა და წვეთური მორწყვის უპირატესობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
“მოსახლეობასთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, 580 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსარწყავად წყალმომხმარებლები ირიგაციის თანამედროვე მეთოდს – წვეთური ირიგაციის სისტემებს გამოიყენებენ. ირიგაციის ეს მეთოდი მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვით წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან, ნაკლებ ელექტროენერგიასა და სარწყავსც წყალს საჭიროებს. ამასთან მნიშვნელოვნად ზრდის სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავალს და აუმჯობესებს მის ხარისხს. ბაკურციხის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და ამავე წლის ბოლოს დასრულდება”, – აცხადებენ სამინისტროში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, პროექტის ღირებულება 1 341 655 ლარია.
შპს “საქართველოს მელიორაცია” დღეისათვის კახეთის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 8, ხოლო საქართველოს მასშტაბით 28 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები