ბორჯომში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა
ქალაქ ბორჯომში გამართულ უფასო სამედიცინო გასინჯვების აქციას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი, ავთანდილ თალაკვაძე და ქირურგიის ეროვნულ ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თეა გამეზარდაშვილი დაესწრნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურება კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრის ექიმებმა ჩაუტარეს. ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური კლინიკაა, სადაც ფართოდაა დანერგილი ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები, მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი სერვისები, როგორიცაა უროლოგია, გინეკოლოგი, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, კრიტიკული მედიცინა.
აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციებს, სხვდასხვა პროფილის მაღალპროფესიონალი ექიმები: ზოგადი ქირურგი, ანგიოქირურგი, უროლოგი, გინეკოლოგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი უწევდნენ.
ბორჯომის მოსახლეობას, საჭიროებიდან გამომდინარე, უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, ოფთალმოსკოპიური კვლევები ჩაუტარდათ. მათ ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა საჭირო მედიკამენტები გადასცა.