გელა დუმბაძე კრაკოვში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, გელა დუმბაძე ქ. კრაკოვში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა საზოგადოებრივ-კულტურულ ასოციაცია „ხიდი საქართველოსთან“ ოფისში, საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ქეთი ფრანგულაშვილის ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდა პოლონეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, რომელიც სტუდენტებს მიესალმა და სახელმწიფო მინისტრი წარუდგინა. დიალოგი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გელა დუმბაძემ სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობაზე და მისი პროექტების შესახებ ისაუბრა. სტუდენტების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ პროექტებს, რომლებიც სტუდენტების ჩართულობით ხორციელდება.
მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა საზოგადოებრივ-კულტურული ასოციაციის „ხიდი საქართველოსთან“ დამფუძნებელს ფშემისლავ ნოცუნს და სახელმწიფო მინისტრის აპარატის უწყებრივი ჯილდო გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები