ცესკო: ყველა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათიდან გახსნილია და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკოში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მიქელაძემ აღნიშნა, დღეს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში იმართება, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნები დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში.
მიქელაძემ ამომრჩევლებს კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
“ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება”, – განაცხადა მიქელაძემ.
მიქელაძის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონტაქტ-ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერია – 2 51 00 51, ასევე, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge).
“მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვაწოდონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია”, – განაცხადა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები