საგარეჯოში შუალედური არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
საგარეჯოში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. როგორც „კვირას“ ” საგარეჯოს N 11-ე საარჩევნო კომისიაში განუცხადეს, ყველა უბანი დილის 08:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
საგარეჯოს ოლქში სულ 50 საარჩევნო უბანია გახსნილი. საპარლამენტო მანდატისთვის 6 კანდიდატი იბრძვის.