რუსეთი შესაძლოა, „დიდი რვიანიდან“ გარიცხონ

   „დიდი რვიანის“ ქვეყნები გეგმავენ, რუსეთი მათი შემადგენლობიდან გარიცხონ,- ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო სამეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა ფრანგულ ტელეარხთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, შიდა პოლიტიკური კონსულტაციებისთვის „რვიანის“ წევრები დღესაც გეგმავენ შეკრებას, თუმცა რუსეთი შეკრებაზე მათ არ მიუწვევიათ. რუსეთის შესაძლო გარიცხვის თემაზე კომენტარი რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც გააკეთა. მისი თქმით, პუტინი არ ნანობს იმას რომ რუსეთი შესაძლოა, „დიდი რვიანიდან“ გარიცხონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები