საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ოფიციალური ნოტა გადასცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ, უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულ გიორგი ნაზაროვს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა გადასცა.
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოს საგარეო უწყებაში დღეს მიიწვიეს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქართულმა მხარემ დააფიქსირა უკიდურესი უკმაყოფილება, მედიასაშუალებებში გავრცელებული, უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველ მოსაზრებებსა და მოწოდებებს შეიცავს. აღინიშნა, რომ მსგავსი გამონათქვამები წარმოადგენს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, რაც დაუშვებელია და არ შეესაბამება საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებას. ქართულმა მხარემ გამოთქვა მოლოდინი, რომ უკრაინული მხარე აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის რეაგირებას მოახდენს და მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები