ყირიმში ორ ჟურნალისტს სასტიკად გაუსწორდნენ
ყირიმში გაზეთ “Сегодня”-ს ორ ჟურნალისტს დაესხნენ თავს, -ამის შესახებ გამომცემლობის ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია. გამომცემლობის სპეცკორესპონდენტს დიმიტრი ბუნეცკის და ფოტოგრაფ სერგეი ნიკოლაევს თავს 18 მარტს იალტაში უცნობი პირების დაჯგუფება დაესხა.
ჟურნალისტები მიწაზე დაყარეს და სახეში ფეხები ურტყეს, რის შედეგადაც მათ კბილები ჩაემტვრათ და სხვა სახის დაზიანებებიც მიიღეს. ამასთან, ჟურნალისტები გაძარცვეს. მათ ფოტოაპარატი, ტელეფონი, ფული და საბუთები მოპარეს.