უსმანოვმა ფეისბუქის და ეფლის წილები გაყიდა

     მილიარდელმა ალიშერ უსმანოვმა ფეისბუქის და ეფლის კუთვნილი აქციები გაყიდა,- ამის შესახებ “Bloomberg со” კომპანია “USM Advisors”-ზე დაყრდნობით იუწყება. უსმანოვის აქტივების ხელმძღვანელის განცხადებით, უსმანოვმა გაყიდა ეფლის აქციები. წლის დასაწისში ბიზნესმენს მთლიანად ამერიკული კომპანიის 100 მილიონის ფასიანი ქაღალდები ჰქონდა.
უსმანოვმა პირველად 2013 წლის მარტში განაცხადა, რომ ეფლის აქციებს ფლობს. ეფლის აქციების გაყიდვას მოჰყვა ფეისბუქის წილის შემცირებაც. სტარშენსკიმ დააზუსტა აქციების რაოდენობა. მილიარდელმა 2009 წელს განახორციელა ინვესტიცია, როდესაც კომპანია 6-10 მილიარდი დოლარი ღირდა და ის ფეისბუქის 10 პროცენტის მეწილე გახდა. კომპანიის ფასიანი ქაღალდების ნაწილი მან 2012 წელს გაყიდა. მას შემდეგ მილიარდელმა ნელ-ნელა შეამცირა ფეისბუქის წილიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები