იაპონიამ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა შეწყვიტა

   შტატების, ევროკავშირისა და კანადის მსგავსად, რუსეთს სანქციებს იაპონიაც აკისრებს. იაპონია ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს არ აღიარებს, რის გამოც იაპონიამ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა „გაყინა“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კისიდამ განუცხადა.
„სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან ყირიმის აღიარება საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სანქციების ფარგლებში იაპონია რუსეთთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესს აჩერებს და სამხედრო და კოსმოსის საკითხებში თანამშრომლობას „ყინავს“,- განაცხადა ფუმიო კისიდამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები