გურჯაანში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულებიც

სამი გარდაცვლილი და ორი დაშავებული – ასეთი შედეგით დასრულდა გურჯაანის რაიონში, „ბარჯისხევთან” მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. შემთხვევა დღეს დილის საათებში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა. დაშავებულები გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსში” გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები