სტივენ სპილბერგმა რუს მოციგურავეს სამადლობელი წერილი გაუგზავნა

  15 წლის მოციგავემ იულია ლიპნიცკაიამ ცნობილი ამერიკელი რეჟისორის – სტივენ სპილბერგის სამადლობელი წერილი მიიღო. გოგონამ ცნობილი ფილმიდან “შინდლერის სია” ყინულზე ნომერი მუსიკის ფონზე შეასრულა. 15 წლის მოციგურავე რუსულ მოციგურავეთა ნაკრებთან ერთად „ოლიმპიადა 2014“-ის ჩემპიონი გახდა. იულიას წერილი ჯერ არ წაუკითხავს. წერილში ლიპნიცკაიას მადლობას უხდიან იმის გამო, რომ მან პროგრამის ბოლომდე შესანიშნავად შეძლო წითელპალტოიანი გოგონას იმიჯის მორგება.
თებერვლის ბოლოს იულიას დედამ დანიელა ლიპინცკაიამ განაცხადა, რომ 67 წლის სტივენ სპილბერგმა გოგონას ახალ ფილმში მონაწილეობის მიღება შესთავაზა. 2014 წლის 10 თებერვალს იულია ლიპინცკაიას ფოტო ჟურნალ “თაიმის” გარეკანზე გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები