არსებული ინფორმაციით, წნორში დედამ ახალშობილი გაგუდა

სიღნაღის რაიონში, დაბა წნორში დედამ ახალშობილი გაგუდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივები ადასტურებენ.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ ახალშობილის მკვლელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ორსული ქალი მეუღლემ სასტიკად სცემა, რის შემდეგაც მას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. სწორედ მომხდარის გამო გადაწყვიტა ქალმა ბავშვის მოშორება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები