პრემიერი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იუვალ ფუქსის შეხვდა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს. ასევე შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელს შორის გაფორმებული შეთანხმებებისა და საერთო პროექტების განხორციელების გააქტიურებულ პროცესს და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.