ქუთაისში ათობით პირუტყვი დააკავეს
ქუთაისის მერიის ააიპ „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლებმა ათობით პირუტყვი დააკავეს.
როგორც „კვირას“ ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, პირუტყვი დააკავეს იმიტომ, რომ მოსახლეობამ უყურადღებობით ქალაქის ცენტრში გამოუშვა.
მათივე ინფორმაციით, ათეულობით პირუტყვი საჯარიმო სადგომშია გადაყვანილი და ისინი მაშინ გათავისუფლდებიან, როცა მეპატრონე ჯარიმას გადაიხდის.
„მოსახლეობამ პირუტყვი გამოუშვა ქალაქის ცენტრში და ამის გამო ქუთაისის მერიის ააიპ „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლებმა დააკავეს და საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს, რადგან არ მომხდარიყო ქალაქის ინფრასტრუქტურის, მწვანე საფარის დაზიანება“, – განუცხადეს „კვირას“ მერიაში.