საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა
ხვალ საქართველოს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სერჟ სარგსიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან. პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ. სომხეთის პრეზიდენტი საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვა.