კონჩალოვსკის და ვოსიცკაიას შვილი კომიდან ორი წლის შემდეგ გამოვიდა
ცნობილი კინორეჟისორის ანდრეი კონჩალოვსკის და ტელეწამყვანის იულია ვისოცკაიას ქალიშვილი კომიდან ორი წლის შემდეგ გამოვიდა. მას ორი წლის წინ ავტოავარია მოუხდა. ამის შესახებ “კომსომოლსკაია პრავდა” იუწყება.
ავარია, რომლის გამოც მარია საავადმყოფოში აღმოჩნდა, 2013 წლის ოქტომბერში მოხდა. მაშინ ის მშობლებთან ერთად მარსელში ისვენებდა. ავტომობილი, რომელშიც გოგონა იჯდა, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას დაეჯახა. მარიამ თავის ქალის უმძიმესი ტრავმა მიიღო.
“ახლა გოგონა უკვე აღარ არის მიერთებული ხელოვნურ აპარატზე. ის გაჰყავთ ჰაერზე იმისთვის, რომ სუფთა ჰაერით ისუნთქოს. მომავალში მას საკმაოდ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი დაჭირდება”, – წერს გამოცემა.
მარსელთან მომხდარ ავარიაში ანდრეი კონჩალოვსკიმ და იულია ვისოცკაიამ სხეულის უმნიშვნელო ტრავმები მიიღეს.