29 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

როგორც „კვირას” “თელასიდან” აცნობეს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ გლდანის რაიონში: სოფელ გლდანის, გლდანის ხევის, ჯანჯღავას და ხიზაბავრის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვათ შეეხება საბურთალოს რაიონში: ალმასიანის, ბებუკის, ალექსიძის, უნივერსიტეტის და პეტრე ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: 26 მაისის მოედნის, ოჟიოს და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვათ შეეხება ვაკის რაიონში: წყნეთის გზატკეცილის, ბარნოვის, კავსაძის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ კრწანისის რაიონში რუსთავის გზატკეცილის და გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე ისნის რაიონში შეზღუდვა შეეხებათ ლეხ კაჩინსკის ქუჩის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონში კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, გუმათჰესის, მოსტკოვის, ცისკარიშვილის, რაზიკაშვილის და პოლიციის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ნაძალადევის რაიონში თემქის დასახლების II მიკრორაიონის, ნიკო მარის, ხევსურეთის, მანჯგალაძის, სვანეთის, სააკაძის, ლეჩხუმის, ცინცაძის და ცოტნე დადიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე დაგეგმილი სამუშაოების გამო შეზღუდვათ შეეხება ჩუღურეთის რაიონში გორკის, ქვლივიძის, ჩერქეზიშვილის, გოცირიძის, ვეძათხევის, ლოჭინის, ადიგენის, ბუხაიძის, ნათიშვილის, ჯავახიშვილის, ჩიქობავას და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ დიდგორის რაიონში დაბა კიკეთის, დიდების და ბეთანის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები