“როსსელხოზნადზორი” საქართველოდან საქონლის და ღორის ხორცის შეტანას კრძალავს
“როსსელხოზნადზორმა” საქართველოდან საქონლის და ღორის ხორცის შეტანა აკრძალა. ასევე აკრძალულია ცოცხალი საქონლის იმპორტირებაც. ეს აკრძალვა ასევე ვრცელდება საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ვეტერინარულ მონიტორინგს ექვემდებარება, თევზის და ზღვის პროდუქციის გარდა.
რუსული მედიის ცნობით, აკრძალვის მიზეზი საქართველოში აფრიკულ და თურქულ ჭირთან დაკავშირებით შექმნილი “არასტაბილური სიტუაციაა”.
ასევე ცნობილი ხდება, რომ 26 ოქტომბერს “როსსელხოზნადზორის” ხელმძღვანელის სერგეი დანკვერტის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის ზურაბ ჩეკურაშვილის შეხვედრაზე საქართველოდან მწვანე კულტურების მიწოდების საკითხზე შეთანხმდნენ.